12 ივნისი 2026,   18:41
ვრცლად
შალვა პაპუაშვილი: ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წელს აღვნიშნავთ, მოსახლეობა კიდევ ერთხელ უნდა დაფიქრდეს, რა მოგვიტანა ქრისტიანობამ, როგორ გახდა ის ჩვენი იდენტობის ნაწილი და გადაარჩინა ეროვნული თვითმყოფადობა

პარლამენტის თავმჯდომარე სამცხე-ჯავახეთში იმყოფება. როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, მოინახულა რეგიონში მდებარე ტაძრები და შთამბეჭდავია იქ მიმდინარე აღმშენებლობის პროცესი, ასევე საზოგადოების დამოკიდებულება რეგიონში არსებული კულტურული ძეგლებისა თუ უძველესი ტაძრების მიმართ.

მანვე აღნიშნა, რომ საქართველო წელს, ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წელს აღნიშნავს, რაც ასახავს რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოს საზოგადოებისთვის ის იდენტობა და კულტურა, რამაც საუკუნეებს გაუძლო და ჩამოაყალიბა.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, აუცილებელია ყველა ქართველმა კიდევ ერთხელ გაიაზროს რამხელა მნიშვნელობის მატარებელია ქრისტიანობა და როგორ გადაარჩინა ამ ყველაფერმა ქართველი ერი. 

"კოლეგებთან ერთად მეორე დღეა ვართ სამცხე-ჯავახეთის რეგიონში. ვსტუმრობთ ახალქალაქის, ახალციხის ეპარქიას, მეუფე ნიკოლოზთან და მეუფე თეოდორესთან ერთად გვქონდა შესაძლებლობა გვენახა ჩვენი ისტორიული ტაძრები, საიდანაც დაიწყო საქართველოს ქრისტიანული ისტორია, მნიშვნელოვანია, რომ წელს როდესაც ჩვენ ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წელს აღვნიშნავთ საქართველოს მოსახლეობა კიდევ ერთხელ უნდა დაფიქრდეს, რა საუკუნეები გამოვიარეთ, რა მოგვიტანა ქრისტიანობამ, როგორ გახდა ის ჩვენი იდენტობის ნაწილი, როგორ ჩამოაყალიბა ქრისტიანობამ ქართველობა, როგორ გადაარჩინა ჩვენი ეროვნული თვითმყოფადობა, როგორ გადაარჩინა ჩვენი ენა და როგორ იქცა ჩვენი ფასეულობების მთავარ ღერძად. 

შთამბეჭდავია ის აღმშენებლობა რაც ჩვენ ეპარქიებში ვნახეთ, შთამბეჭდავია საზოგადოების დამოკიდებულება იმ კულტურული ძეგლების მიმართ რაც ჩვენ ამ რეგიონში გვაქვს,"- აცხადებს შალვა პაპუაშვილი. 

დღის ამბები