14 ნოემბერი 2024,   14:48
ვრცლად
საფრანგეთ-ისრაელის საფეხბურთო მატჩის წინ პარიზში პოლიციის საგანგებო მობილიზებაა

ხვალ პარიზი საფრანგეთ-ისრაელის საფეხბურთო მატჩს მასპინძლობს. როგორც Al Jazeera წერს, სპორტულ ღონისძიებასთან დაკავშირებით, დედაქალაქის ქუჩებში, დამატებით, ათასობით პოლიციელია მობილიზებული.

ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ უსაფრთხოების ნორმები მკაცრად იქნება დაცული. პოლიციის თანამშრომლები განლაგდებიან საფრანგეთის ეროვნული სტადიონის (Stade de France) ტერიტორიაზე და საზოგადოებრივი ტრანსპორტის საკვანძო ლოკაციებზე.

გამკაცრებული ზომების შემოღების მიზანი ისეთი შეტაკებების თავიდან აცილებაა, როგორიც ნიდერლანდების დედაქალაქში იყო - ერთი კვირის წინ, ისრაელელ ფეხბურთელებს ამსტერდამი მასპინძლობდა. ევროპა ლიგის მატჩის შემდეგ, ორი ქვეყნის გუნდების გულშემატკივრები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ, რაც მწვავე ძალადობაში გადაიზარდა. მიზეზი ღაზაში მიმდინარე საომარი მოქმედებებია.

დღის ამბები