27 დეკემბერი 2024,   05:01
ვრცლად
პრემიერის გამოსვლა გაეროს კონფერენციაზე - ირაკლი კობახიძემ იმ გეგმებზე ისაუბრა, რომლის შესრულებასაც საქართველო პარტნიორებთან ერთად აპირებს

საქართველოს როლი კლიმატის ცვლილებით შექმნილი გამოწვევების დასაძლევად - გაეროს კონფერენციაზე პრემიერ-მინისტრმა იმ გეგმებზე ისაუბრა, რომლის შესრულებასაც ჩვენი ქვეყანა საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად აპირებს. ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველოს კონსტიტუციით, გარემოს დაცვის უფლება ადამიანის ძირითად უფლებად არის აღიარებული. ლიდერთა კონფერენციაზე პრემიერმა მსოფლიო ძალისხმევის გაერთიანების მნიშვნელობაზეც ისაუბრა.

გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის მონაწილეთა კონფერენციას სამხრეთ კავკასიის რეგიონის ქვეყანა პირველად მასპინძლობს. ბაქოში ღონისძიებას 40 ქვეყნის პრეზიდენტი და 30-ზე მეტი სახელმწიფოს პრემიერ-მინისტრი ესწრება. დელეგატები სხვადასხვა ქვეყნიდან მსჯელობენ, რამდენად შესაძლებელია თანამედროვე ეპოქაში ტემპერატურის 1,5 გრადუსით შემცირება.

სამიტში მონაწილე ქვეყნების პირველ პირებს ერთმანეთთან გასაუბრების შესაძლებლობაც ჰქონდათ. პრემიერ-მინისტრი, ამ ფორმატში, არაერთ ლიდერს შეხვდა, მათ შორის პირველს - სწორედ აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს. ირაკლი კობახიძის თქმით, გარემოს დაცვისა და ეკოლოგიის საკითხების გარდა, პარტნიორებთან არაერთი მნიშვნელოვანი პოლიტიკური თემა განიხილა.

გაეროს კლიმატის ცვლილების 29-ე კონფერენციის მასპინძლები გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტიერეში და აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი არიან.

სამიტის ერთობლივი დეკლარაცია ღონისძიების დასრულების შემდეგ გამოქვეყნება.

 

დღის ამბები