27 დეკემბერი 2024,   04:09
ვრცლად
ესპანეთი წყალდიდობის ახალი ტალღის მოლოდინში - ევაკუირებულია ათასობით ადამიანი

სამხრეთ ესპანეთში, კოსტა დელ სოლის რეგიონში, საფრთხის წითელი დონე გამოცხადდა. ვარაუდობენ ძლიერ წვიმასა და წყალდიდობას. როგორც BBC წერს, მოსალოდნელი საფრთხის გამო, ევაკუირებულია ათასობით ადამიანი.

ესპანეთის სამოქალაქო დაცვის სააგენტომ მალაგას მოსახლეობას "ნალექის უკიდურესი რისკის შესახებ" გაფრთხილებები მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით დაუგზავნა. დასახლებების ნაწილში დახურეს სკოლები და მაღაზიები.

მდინარე გუადალორსეს მიმდებარედ მცხოვრებ დაახლოებით 3000 ადამიანს ხელისუფლებამ სახლების დატოვებისკენ მოუწოდა.

წითელი დონის განგაშია გამოცხადებული კატალონიაშიც.

ჩოგბურთის საერთაშორისო ფედერაციაში აცხადებენ, რომ მალაგაში მოსალოდნელი ამინდის გამო, ესპანეთსა და პოლონეთს შორის დაგეგმილი თამაში გადაიდება.

დღის ამბები