27 დეკემბერი 2024,   05:06
ვრცლად
რუსეთში, 23 წლის ცნობილი ბლოგერი ვიდეოს გადაღების დროს დაიღუპა

რუსეთში, მოსკოვთან ახლოს, 23 წლის ცნობილი ბლოგერი სტეპან მორკოვი tik-tok-ისთვის ახალი ვიდეოს გადაღების დროს დაიღუპა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

ახალგაზრდა მამაკაცი თავის გამომწერებისთვის ახალი ვიდეოს გადაღებას ცდილობდა, სადაც  ავტომობილის მონაწილეობით, საშიში ილეთი უნდა შეესრულებინა.

"ტიკტოკერმა" ილეთის წარმატებით შესრულება ვერ შეძლო, რის გამოც ის ჰაერში რამდენჯერმე გადატრიალდა და ასფალტს დაენარცხა, რის გამოც სიცოცხლისთვის შეუთავსებელი ტრავმები მიიღო და ადგილზე დაიღუპა.

მისი მეგობარი, რომელიც ავტომობილს მართავდა, პოლიციამ დააკავა. ის ამჟამად თავისუფალია, თუმცა ქალაქიდან გასვლა ეკრძალება.

დღის ამბები