27 დეკემბერი 2024,   07:10
ვრცლად
"ვიდრე ახალი პარლამენტი არ შეიკრიბება, ცესკო ვერანაირ ზეგავლენას ვერ მოახდენს პარტიული სიების ჩახსნა-არჩახსნაზე ან მანდატების ცნობა-არცნობაზე" - ირაკლი ქადაგიშვილი

უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, ვიდრე მე-11 მოწვევის პარლამენტი არ შეიკრიბება, ცენტრალურ საარჩევნო კომისიას არ აქვს უფლებამოსილება, პარტიების სიების ჩახსნა-არჩახსნის საკითხი გადაწყვიტოს.

ქადაგიშვილის განცხადებით, პროცესს 76 ხმა სჭირდება, ხოლო ამის შემდეგ იქნება აღნიშნული დადგენილება მიღებული.

"სანამ ახალი პარლამენტი არ შეიკრიბება, ცენტრალური საარჩევნო კომისიის უფლებამოსილება არ გახლავთ, რამენაირი ზეგავლენა მოახდინოს პარტიული სიების ჩახსნაზე და არჩახსნაზე, ან მათი მანდატების ცნობაზე, ან - არცნობაზე. როდესაც ცენტრალური საარჩევნო კომისია გამოაქვეყნებს შემაჯამებელ აქტს, ამის შემდეგ შეიკრიბება პარლამენტი, პარლამენტის დადგენილებით, ცნობს ახლად არჩეული პარლამენტის უფლებამოსილებას და მე-11 მოწვევის პარლამენტი იქნება უფლებამოსილი პარლამენტი. აქედან გამომდინარე, პარლამენტის დადგენილების მიღებას სჭირდება 76 ხმა და ეს დადგენილება მიღებული იქნება, მერე ისინი რას მოიმოქმედებენ, ეს უკვე მათი ნებაა", - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

დღის ამბები