27 დეკემბერი 2024,   05:28
ვრცლად
"ეს არის კიდევ ერთი დიდი ბლეფი" - ირაკლი ქადაგიშვილი არჩევნების საერთაშორისო გამოძიებაზე

"ქართული ოცნების" წევრის, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, არჩევნების საერთაშორისო გამოძიებაზე საუბარი "არის კიდევ ერთი დიდი ბლეფი," რადგან, მისი თქმით, მსგავსი კანონმდებლობა არ არსებობს.

"ეს არის კიდევ ერთი დიდი ბლეფი, რომელზეც ხან საზღვარგარეთიდან, ხან შიგნით, მუდმივად მუსირებენ. ასეთი ინსტიტუტი, ასეთი კანონმდებლობა არ არსებობს. თუ სიტყვების რახარუხს ცოტა გვერდზე გადავდებთ და უფრო კონკრეტულად ვისაუბრებთ, ჩვენ ვხედავთ, რომ არჩევნების მომზადება, არჩევნების ჩატარება, არჩევნების შემდგომ საჩივრების განხილვა და საბოლოო გადაწყვეტილებების მიღება რამხელა სამართლებრივი პროცესი არის, რომელიც არის ძალიან მკაცრად და დეტალურად რეგულირებული ქართული კანონმდებლობით. გეტყვით ერთ რამესაც, ნებისმიერი, ვინც ჩვენ მუდამ ჭკუას გვასწავლის, ამ მიმართულებით მათი კანონმდებლობა და ჩვენი კანონმდებლობა შევადაროთ და თუ მათი კანონმდებლობა რამით უკეთესი იქნება ჩვენ კანონმდებლობასთან შედარებით, მერე გველაპარაკონ რაღაცაზე. აქ უზარმაზარი სამუშაო სრულდება და ვინ შეასრულებს ამ სამუშაოს?! - ამიტომ ეს არის პოლიტიკური განცხადებები, ამ კითხვას ვერ გამოვლევთ, იმიტომ, რომ არის კატეგორია ხალხის საზღვარგარეთ, რომელსაც უნდოდა აქ გამარჯვება სხვა ძალის, თვითონ კანონის დარღვევით იყვნენ ამ საარჩევნო კამპანიაში უხეშად ჩართულები, ვერ გაიმარჯვეს, ეს მათ პირად დამარცხებას აქვთ მიღებული და შურისძიების რეჟიმში არიან", - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა "ღამის კურიერის" ეთერში.

დღის ამბები