07 დეკემბერი 2024,   18:35
ვრცლად
"ევროკავშირი არის თავისუფალი სახელმწიფოების კავშირი და არა ნეოკოლონიალური მმართველობა - თუ ამას ვერ გავაცნობიერებთ, დავრჩებით ნეოკოლონიალიზმის მომხრე პარტიების ანაბარა" - ქადაგიშვილი

უმრავლესობის ლიდერის, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, "ქართული ოცნება" ევროკავშირში საქართველოს სამართლიანად მოხვედრისთვის იბრძვის.

როგორც ქადაგიშვილმა გადაცემა "ღამის კურიერში" საუბრის დროს განაცხადა, არის საკითხები, რომელიც ქვეყანაში სუვერენულად უნდა იყოს მიღებული.

"ქართული ოცნება" ევროკავშირის წინააღმდეგ კი არ იბრძვის, "ქართული ოცნება" იბრძვის ევროკავშირში საქართველოს სამართლიანად მისვლისთვის. ჩვენ რას გვეუბნებიან, ახირებაა ასეთი და კარგად ჩატარებული არჩევნები გააუქმეთ - რა ვქნათ, გავყვეთ ამ ნაბიჯზე? ანუ ვთქვათ, რომ ამ ქვეყანას არც კანონი გააჩნია, არც სუვერენიტეტი, არც ამ ხალხის არჩევანს არანაირი აზრი არ აქვს?.. ვიღაცას ახირება ექნება საზღვარგარეთიდან, ამ ახირებას მხარდაჭერა ექნება და უნდა დავთანხმდეთ? სადამდე მივდივართ გვესმის?! საერთოდ, გვესმის, ჩვენს საკუთარ ეროვნულ ინტერესს, სახელმწიფოებრიობას რა დარტყმის ქვეშ ვაყენებთ?! ევროკავშირი არის თავისუფალი სახელმწიფოების კავშირი და არა ნეოკოლონიალური მმართველობა, თუ ამას ვერ გავაცნობიერებთ, დავრჩებით ამ ნეოკოლონიალიზმის მომხრე პოლიტიკური პარტიების ანაბარა, რომლებმაც 2008 წელი მოიტანეს და კიდევ უარესს მოიტანენ ", - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

დღის ამბები