07 დეკემბერი 2024,   19:09
ვრცლად
"მეგობრები არ იქცევიან ისე, როგორც ის 8 ადამიანი, რომელიც ჩამოსული იყო და ოპოზიციის მიტინგზე სისულელეებს ქადაგებდა - ეს ადამიანები, თავიანთი პოლიტიკური განცხადებებით, არიან ამ ქვეყნის მტრები" - კახა კალაძე

რეალურად, ეს ადამიანები, თავიანთი პოლიტიკური განცხადებებით, პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ არიან ქვეყნის მტრები, რადგან მეგობრები ასე არ იქცევიან, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ იმ ევროპელ პოლიტიკოსებთან დაკავშირებით განაცხადა, რომლებიც ოპოზიციის მიმართ მხარდაჭერას ღიად გამოხატავენ.

კალაძის თქმით, ეს არის მტრული დამოკიდებულება ქვეყნის მიმართ.

"პროცესები, რომელსაც ჩვენ ვხედავთ, არის გაგრძელება იმ მტრული რიტორიკის, რომელსაც ჩვენ ბოლო თვეების, ბოლო წლების განმავლობაში ვხედავდით ე.წ. მეგობრებისგან, უცხოეთიდან. რეალურად, ეს ადამიანები, თავიანთი პოლიტიკური განცხადებებით, პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ არიან ქვეყნის მტრები, რადგან მეგობრები ასე არ იქცევიან. მეგობრები არ იქცევიან ისე, როგორც ის 8 კონკრეტული ადამიანი, რომელიც ჩამოსული იყო და ოპოზიციის მიტინგზე გამოსული, რაღაც სისულელეებს ქადაგებდა.

შესაბამისად, ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს დღევანდელ მოცემულობაში, რადგან ქართველი ხალხის უმრავლესობამ მიიღო გადაწყვეტილება, აირჩია "ქართული ოცნება", "ქართულ ოცნებას" ანდო ქვეყნის ბედი და, რა თქმა უნდა, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ის დაპირებები, რომელიც იყო წინასაარჩევნოდ, შესრულდეს", - განაცხადა კახა კალაძემ გადაცემაში "იმედი LIVE."

დღის ამბები