მცდელობა არის მაქსიმალურად იმის, რომ როგორმე მოახერხონ ქვეყანაში არეულობა და დაძაბულობა თუმცა არანაირი რესურსი ამის არ გააჩნიათ, - აცხადებს თბილისის მერი კახა კალაძე, ოპოზიციის ქმედებებთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად.
მისი თქმით, ყველა ხედავს, რამდენად ყალბია ოპოზიციის მიერ წარმოდგენილი ბრალდებები, რადგან, ცესკოს მიმართვის საფუძველზე დაწყებული გამოძიების მიუხედავად, პროკურატურაში მტკიცებულებების წარდგენა ვერცერთმა მათგანმა ვერ შეძლო.
"ქვეყანაში არ არსებობს მუხტი იმისა, რომ რევოლუცია მოხდეს, გადატრიალება. ამის საფუძველი უნდა არსებობდეს. და როდესაც ეს ყველაფერი ყალბია, რაზეც საუბრობენ, რაზეც მიუთითებენ, ამდენი ხნის განმავლობაში ერთი ფაქტი ვერ წარმოადგინეს გაყალბების. ხალხი ამას ხომ გრძნობს, ხომ უყურებს ამას, იგივე ის უცხოელებიც, ხომ უყურებენ ამას?“, - განაცხადა კახა კალაძემ გადაცემაში "იმედი LIVE".