09 დეკემბერი 2024,   14:15
ვრცლად
თურქეთმა ისრაელთან დიპლომატიური ურთიერთობა შეწყვიტა - ერდოღანი, ისრაელის მთავრობას საერთაშორისო სამართლის პასუხისგებაში მიცემასაც დაჰპირდა

თურქეთმა ისრაელთან დიპლომატიური ურთიერთობა შეწყვიტა. გადაწყვეტილება ბაქოში გამართული კლიმატის სამიტიდან, თურქეთში მიმავალმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა თვითმფრინავის ბორტზე ჟურნალისტებთან გამოაცხადა. თურქეთის ლიდერი, ისრაელის მთავრობას საერთაშორისო სამართლის პასუხისგებაში მიცემასაც დაჰპირდა. აზერბაიჯანში გაეროს ტრიბუნაც პრეზიდენტმა ისრაელის კრიტიკისთვის გამოიყენა და თელ-ავივი ღაზაში არსებულ ჰუმანიტარულ კატასტროფაში დაადანაშაულა.

შესაძლოა ისრაელთან ურთიერთობა ევროკავშირმაც შეცვალოს. საინფორმაციო სააგენტო Reuters-ის ინფორმაციით, ევროპის პირველი დიპლომატი ისრაელთან ალიანსის მხრიდან პოლიტიკური ურთიერთობების შესაჩერებლად, კონსულტაციებს 27 წევრ სახელმწიფოსთან უკვე აწარმოებს. მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, ევროკავშირის უსაფრთხოების და საგარეო საკითხებში უმაღლეს წარმომადგენელს ამ დრომდე არ დაუდასტურებია, თუმცა ევროპარლამენტში, ტრამპის გამარჯვების საკითხის განხილვისას, მან ევროპელ კანონმდებლებს მიმართა და თქვა, რომ ევროკავშირმა ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენებზე ხედვა უნდა შეცვალოს.

ღაზაში ჰუმანიტარული კატასტროფის შესახებ ვრცელი ანგარიში გამოაქვეყნა უფლებადამცველმა ორგანიზაციამ Human Rights Watch-მა 176 გვერდიან დოკუმენტში წერია, რომ ღაზაში ისრაელმა ომის და კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულები ჩაიდინა.

ისრაელმა ამ დრომდე, არც ერდოღანს და არც ბორელს არ უპასუხა. განცხადება "ცახალში" უფლებადამცველი ორგანიზაციის ანგარიშთან დაკავშირებით გააკეთეს. ისრაელის არმიაში განმარტეს, რომ ბრალდების მიუხედავად რჩებიან საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ერთგულად.

ავტორი: ლუკა ჩლაიძე.

დღის ამბები