27 დეკემბერი 2024,   04:50
ვრცლად
ლიეტუვა საპროტესტო აქციებმა მოიცვა - მიზეზი საპარლამენტო არჩევნებით მოსული ოპოზიციური კოალიციაა

5 000-მდე ადამიანი ლიეტუვას პარლამენტთან პროტესტის მიზნით მივიდა. საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებულმა სოციალ-დემოკრატებმა კოალიცია იმ პარტიასთან შექმნეს, რომლის ლიდერმაც, ანტისემიტური გამონათქვამების გამო პარლამენტი რამდენიმე თვის წინ, იმპიჩმენტით დატოვა. საუბარია რემიგიუს ჟემაიტატისზე, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლომაც გაამტყუნა ისრაელელების მიმართ სიძულვილის შემცველი გამონათქვამების გამო.

გამარჯვებულმა სოციალ-დემოკრატებმა არჩევნებში 52 მანდატი მოიპოვეს, თუმცა საპარლამენტო უმრავლესობისთვის კოალიციის შექმნა ორ პარტიასთან დასჭირდათ. ყოფილმა სახელისუფლებო პარტიამ კი, სეიმში ამჯერად მხოლოდ 28 დეპუტატის შეყვანა შეძლო. მათ შორის მოხვდა საქართველოსთვის კარგად ნაცნობი დეპუტატი, ჟიგიმანტას პავილიონისიც, თუმცა ამჯერად ოპოზიციაში.უმრავლესობის დაკარგვის გამო სეიმის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობაზე მას სხვა ჩაანაცვლებს. ცვლილებებს ლიეტუვის პოლიტიკაში და ჟიგიმანტას პავილიონისის პარტიის ოპოზიციაში გადანაცვლებას თბილისშიც გამოეხმაურნენ.

ოპოზიციაში თვლიან, რომ მმართველი გუნდი კრიტიკის ობიექტი იქნება - ლიეტუვას ახლად დაკომპლექტებულ პარლამენტშიც. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ რომ ჟიგიმანტას პავილიონისის ახალი პოლიტიკური სტატუსი ამ მხრივ არაფერს შეცვლის.

ჟიგიმანტას პავილიონისს სახელისუფლებო პარტია არაერთხელ გაუკრიტიკებია. სულ ბოლოს, რამდენიმე დღის წინ, თბილისში გამართულ საპროტესტო აქციაშიც მიიღო მონაწილეობა, რაც "ქართული ოცნების" მკაცრი შეფასებების საგანი გახდა. შეფასებები რბილი არც დღეს ყოფილა. პარლამენტის თავმჯდომარისთვის ლიეტუველი პოლიტიკოსის ქმედება ქართული დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრას ემსახურებოდა

ლიეტუვაში საპარლამენტო არჩევნები ორ ტურად ჩატარდა, სადაც პარლამენტი და შესაბამისად ხელისუფლებაც ახალი კოალიციით კომპლექტდება. ყოფილი სახელისუფლებო პარტიის მარცხის გამო პარტიის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა გაბრიელიუს ლანდსბერგისმაც, რომელიც ქვეყნის პირველი დიპლომატის პოსტს ითავსებდა.

დღის ამბები