27 დეკემბერი 2024,   04:46
ვრცლად
ბერლინმა საქართველოსთან სამხედრო თანამშრომლობის პროექტი გააუქმა - დიპლომატს უმრავლესობიდან საქართველოს სამხედრო კონტრიბუცია შეახსენეს

"გერმანიას საქართველოსთან სამხედრო თანამშრომლობა ეამაყება, თუმცა ზოგიერთ დიდ პროექტს აუქმებს" - წერს პიტერ ფიშერი, რომელიც მიზეზად ხელისუფლების პოლიტიკას ასახელებს. ელჩმა განცხადება სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა გერმანიის შეიარაღებული ძალების დაარსების დღეს, რომელიც გენერალ ჭიჭინაძესთან ერთად აღნიშნა.

გერმანიის ელჩს მმართველი პარტიიდან დღეს საქართველოს მხრიდან პარტნიორების სასარგებლოდ გაწეული სამხედრო კონტრიბუცია შეახსენეს. "ქართულ ოცნებაში" თქვეს, რომ კონკრეტული პროექტებში ქართული ჯარის მონაწილეობა სწორედ გერმანიის ინტერესში შედიოდა, რომელიც უმრავლესობის შეფასებით, ქართულ ოცნებას უარგუმენტოდ აკრიტიკებს.

პარტნიორების გადაწყვეტილების მიზეზებთან დაკავშირებით ოპოზიციას კითხვები არ აქვს. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ ქართული ოცნება თანამშრომლობაზე უარს იმსახურებს.

თანამშრომლობა, როგორც ზეწოლის მექანიზმი - ასე აფასებს დიპლომატის განცხადებას პარლამენტის თავმჯდომარე. შალვა პაპუაშვილის თქმით, თავდაცვის საკითხების პოლიტიკურ კონტექსტთან დაკავშირება პირველ რიგში პარტნიორულ ურთიერთობას ეწინააღმდეგება.

პიტერ ფიშერმა თავდაცვის პროექტების გაუქმებასთან დაკავშირებით განცხადება X-ის პირად გვერდზე გაავრცელა.

დღის ამბები