27 დეკემბერი 2024,   04:31
ვრცლად
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო, თავის მოქალაქეებს ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიის დატოვებას ურჩევს

რუსეთის საგარეო საქმეთა სპიკერი მარია ზახაროვა, ოკუპირებულ აფხაზეთში მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა. 

მისი განცხადებით, ის იძულებულია შექმნილ ვითარებაში რუსეთის მოქალაქეებს მოუწოდოს ოკუპირებულ აფხაზეთში მოგზაურობისგან თავი შეიკავონ. ამის შესახებ რუსული სამთავრობო მედია წერს.

ზახაროვამ, ოკუპირებულ აფხაზეთში მყოფ რუსეთის მოქალაქეებს სიფრთხილისკენ მოუწოდა და ურჩია ხალხმრავალ ადგილებს მოერიდონ და შესაძლებლობისთანავე ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორია დატოვონ.

დღის ამბები