12 აგვისტო 2026,   22:19
ვრცლად
თავდაცვის ძალებმა საველე სიტუაციური სწავლება დაასრულა

თავდაცვის ძალებმა საველე სიტუაციური სწავლება დაასრულა. მოიერიშე ელემენტმა დაბრკოლებათა ხაზი გაარღვია და პირობით მოწინააღმდეგეზე იერიში განახორციელა.

ერთკვირიან საველე სიტუაციურ სწავლებაში მე-12 მსუბუქი ქვეითი ბატალიონის მე-3 მსუბუქი ქვეითი ასეულის სამხედრო მოსამსახურეებმა დამკვირვებელ-მაკონტროლებელთა ჯგუფებისგან უმაღლესი შეფასება მიიღეს. სწავლება მიზნად ისახავდა სამხედრო მოსამსახურეების ბრძოლისუნარიანობის ამაღლებას.

დღის ამბები