26 დეკემბერი 2024,   16:51
ვრცლად
ირაკლი ქადაგიშვილი ოპოზიციაზე: შიში და უნდობლობა აიძულებთ მათ, რომ თოკებით გადაებნენ და ისე გადახტნენ პოლიტიკურ ქარაფზე

"ქართული ოცნების" წევრი, ირაკლი ქადაგიშვილი გამოეხმაურა "ძლიერი საქართველოს" ინიციატივას სიების ერთდროულად ჩახსნასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ ეს ოპოზიციის შიგნით უნდობლობის მაჩვენებელია.

"სიების ჩახსნის ეს ფორმა - ხელი ჩავკიდოთ და ისე გადავხტეთ ქარაფიდან ემსახურება იმას, რომ შიში აქვთ, რომ რომელიმე შეიძლება გადახტეს ქარაფიდან და რომელიღაცა დარჩეს ქარაფის კიდეზე და გააგრძელოს პოლიტიკური ცხოვრება პარლამენტში. ეს შიში და უნდობლობაა, რომელიც მათ აიძულებს, თოკებით გადაებნენ და ისე გადახტნენ პოლიტიკურ ქარაფზე," - აცხადებს ქადაგიშვილი.

დღის ამბები