ეზიდთა კულტურის ცენტრში, საქართველოში რეგისტრირებული რელიგიური ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ტოლერანტობის საერთაშორისო დღე აღნიშნეს. ღონისძიების მასპინძელი ამჯერად ეზიდთა წასულიო საბჭო იყო. ტოლერანტობის დღის აღსანიშნავ ღონისძიებას დაესწრო სახალხო დამცველი. ეს დღე საქართველოში რელიგიის სააგენტოს ინიციატივით, 2016 წლიდან აღინიშნება.