16 ნოემბერი 2024,   20:02
ვრცლად
ფოთელმა სპორტსმენებმა მსოფლიო ასპარეზზე მნიშვნელოვანი გამარჯვებები მოიპოვეს

ფოთელმა სპორტსმენებმა მსოფლიო ასპარეზზე მნიშვნელოვანი გამარჯვებები მოიპოვეს. ჯაბა თურქიამ ჭიდაობა სამბოში მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოიპოვა, რაც განსაკუთრებული მოვლენაა, რადგან ის პირველი ფოთელია, ვინც ამ წარმატებას მიაღწია. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ნაკრებს სამბოში ბოლო 5 წლის განმავლობაში მსოფლიო ჩემპიონი არ ჰყოლია.

გარდა ამისა, კიდევ ერთმა ფოთელმა სპორტსმენმა, გივი ნადარეიშვილმა, ვეტერანთა შორის ძიუდოში მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. ის ლას-ვეგასში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე ოქროს მედალს დაეუფლა.

ქალაქ ფოთის მერმა, ბექა ვაჭარაძემ, ორივე სპორტსმენს გამარჯვება მიულოცა და აღნიშნა, რომ ეს წარმატებები ფოთისა და სრულიად საქართველოსთვის საამაყოა.

დღის ამბები