26 დეკემბერი 2024,   17:16
ვრცლად
აქციის მონაწილეებმა, გიორგი კალანდარიშვილის მეზობლებს და იქ მცხოვრებ ადამიანებს, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს

ცესკოს თავმჯდომარის სახლთან ცოტა ხნის წინ ხმაური იყო. გიორგი კალანდარიშვილის საცხოვრებელ სახლთან ოპოზიციის ნაწილი შეიკრიბა და არჩევნების შედეგები გააპროტესტა. 

აქციის მონაწილეებმა, გიორგი კალანდარიშვილის მეზობლებს და იქ მცხოვრებ ადამიანებს, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც მოქალაქემ შექმნილი ხმაურის გამო, უკმაყოფილება გამოთქვა. ვითარება ადგილზე მობილიზებულმა პოლიციამ განმუხტა. 

ამ წუთებშიც აქტივისტები ცესკოს თავმჯდომარის სახლთან ახლოს იმყოფებიან.

დღის ამბები