საფრანგეთში, დანით შეიარაღებულმა მამაკაცმა, რესტორანში თავისი თანამშრომლები მძევლად აიყვანა. ინფორმაციას lefigaro ავრცელებს.
ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც დანით არის შეიარაღებული, მამის კუთვნილ რესტორანში ჯერ დაიმალა და შემდეგ, თანამშრომლები მძევლად აიყვანა.
პირველადი ინფორმაციით, საუბარია 3 ან 4 ადამიანზე.
ამ დროისთვის, ადგილზე იმყოფება პოლიცია, თუმცა ჯერჯერობით მათ რესტორანში შესვლა ვერ შეძლეს. მამაკაცი შიგნიდან ჩაიკეტა და პოლიციის მოწოდებაზე არ რეაგირებს.
ინციდენტი პარიზიდან რამდენიმე კილომეტრში ხდება.