17 ნოემბერი 2024,   00:56
ვრცლად
"ცესკომ კიდევ ერთხელ დაადასტურა "ქართული ოცნების" ხმების დიდი უმრავლესობით გამარჯვება, გულითადად ვულოცავთ მათ ამ წარმატებას" - პატრიარქი

საქართველოს საპატრიარქო არჩევნების საბოლოო შედეგებთან დაკავშირებით, საქართველოს კათალიკოს პატრიარქის, ილია II-ის განცხადებას ავრცელებს.

"დასრულდა ცესკოს მიერ არჩევნების შედეგების გამოვლენის პროცესი, რამაც კიდევ ერთხელ დაადასტურა "ქართული ოცნების" ხმების დიდი უმრავლესობით გამარჯვება. გულითადად ვულოცავთ მათ ამ წარმატებას.

მართალია, ოპოზიცია არჩევნების შედეგებს აპროტესტებს და წინააღმდეგობის გაგრძელებას გეგმავს, მაგრამ გამოვთქვამთ იმედს, რომ ხელისუფლებაც და ოპოზიციაც შეძლებენ შემდგომი წლები მაქსიმალურად გამოიყენონ ქვეყნის წინსვლისა და კეთილდღეობისთვის. ყველაფერი ამქვეყნად ღვთის ნებითაა. მთავარია ჩვენსა და უფალს შორის სინერგია შედგეს. უფალმან ძალი ერსა თვისსა მოსცეს, უფალმან აკურთხოს საქართველო მშვიდობით, ამინ!
ილია II, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი," - წერია გავრცელებულ განცხადებაში.

დღის ამბები