17 ჯადოსნური წარმოდგენის შემდეგ, ჩვენ გვყავს გამარჯვებული - ამის შესახებ საბავშვო ევროვიზიის ოფიციალური ვებგვერდი ანდრია ფუტკარაძის შესახებ წერს.
ტექსტში ვკითხულობთ: 2024 წლის საბავშვო ევროვიზიაზე,11 წლის ქართველმა ანდრია ფუტკარაძემ გაიმარჯვა. მისმა სიმღერამ To My Mom გამარჯვება 239 ქულით მოიპოვა.
ანდრიას ტრიუმფი, მის ქვეყანას მე-4 გამარჯვებას ანიჭებს, რაც საქართველოს ყველაზე წარმატებულ ქვეყნად აქცევს საბავშვო ევროვიზიის ისტორიაში.
ანდრია დაიბადა შავი ზღვის ულამაზეს ქალაქ ბათუმში, საქართველოში.
მან სიმღერა ორი წლის ასაკში დაიწყო.