27 დეკემბერი 2024,   01:02
ვრცლად
საპროტესტო აქციის გამო, თსუ-ის რამდენიმე კორპუსში სასწავლო პროცესი დროებით შეჩერდა

საპროტესტო აქციის გამო, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა გარკვეულ კორპუსებში სასწავლო პროცესი ერთი დღით შეაჩერა. ამის შესახებ ინფორმაცია "რუსთავის 2-ს" უნივერსიტეტის პრესსამსახურში დაუდასტურეს.

როგორც საზოგადოებასთან ურთიერთობის წარმომადგენელმა განმარტა, სიახლე მხოლოდ ვაკის ტერიტორიაზე არსებულ პირველ, მეორე, მესამე და მეექვსე კორპუს შეეხება.

რაც შეეხება ბაგებსა და დანარჩენ კორპუსებს, იქ სწავლის პროცესი ჩვეულ რეჟიმში წარიმართება.

ცნობისთვის, ოპოზიციური პარტიების ლიდერები საპროტესტო აქციას მართავენ. ამ დროისთვის, ვარაზისხევის მიმდებარე ტერიტორიაზე, კეკელიძის ქუჩაზე, ჭავჭავაძისა და მელიქიშვილის გამზირებზე მოძრაობა პარალიზებულია, ტერიტორიაზე გაშლილია კარვები. დემონსტრანტების თქმით, ადგილზე ხვალამდე, 20:00 საათამდე დარჩებიან.

დღის ამბები