უკვე 12 საათზე მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც დემონსტრანტებმა ვარაზისხევი გადაკეტეს. აქციის მონაწილეების მიერ დაანონსებული 24-საათიანი უწყვეტი პროტესტის ვადა საღამოს 20:00 საათზე იწურება.
რა იქნება გეგმის შემდეგი ეტაპი, ჯერ უცნობია. ამ დრომდე პარალიზებულია დედაქალაქის ცენტრალური საკვანძო მონაკვეთი, მოძრაობა შეზღუდულია ჭავჭავაძის, მელიქიშვილის გამზირისა და კეკელიძის ქუჩებზე. ტერიტორიაზე, მთელი ღამის განმავლობაში, მობილიზებული იყო პოლიცია.