27 დეკემბერი 2024,   05:20
ვრცლად
ოკუპირებულ აფხაზეთში ვითარება კვლავ დაძაბულია - ვრცელდება ინფორმაცია ადგილობრივი ტელევიზიის შენობასთან სროლის შესახებ

აფხაზეთში ვითარება კვლავ დაძაბულია. ვრცელდება ინფორმაცია ადგილობრივი ტელევიზიის შენობასთან სროლის შესახებ.

აფხაზეთის პროსამთავრობო მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ე.წ. ოპოზიციის წარმომადგენლებმა გაისროლეს. ბრალდების ობიექტები ამბობენ, რომ ტელევიზიასთან სროლა შეიარაღებული, ნახევრად კრიმინალების ჩხუბს მოჰყვა, მილიციას კი უმოქმედობაში ადანაშაულებენ.

ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. ოპოზიციური ძალები ე.წ. პრეზიდენტის წინადადებას, რომ ასლან ბჟანიას გადადგომის შემდეგ დაინიშნოს ბადრა გუნბა, დათანხმდნენ. მანამდე იყო შეთავაზება ე.წ. ოპოზიციის მხრიდან კომპრომისული, ორივე მხარისთვის მისაღები ფიგურის დანიშვნაზე.

აქციის მონაწილეები ე.წ. მთავრობის შენობის მიმდებარე ტერიტორიის დატოვებას არ აპირებენ, ვიდრე ასლან ბჟანია არ გადადგება.

დღის ამბები