24 დეკემბერი 2024,   07:34
ვრცლად
საქართველოს 18-წლამდე მორაგბეთა ნაკრებმა ნიდერლანდები დაამარცხა

საქართველოს 18-წლამდე მორაგბეთა ნაკრებმა ჩეხეთში მიმდინარე რაგბი ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში ნიდერლანდების ნაკრები 36:5 დაამარცხა და ზედიზედ მეექვსედ გათამაშების ფინალში გავიდა.

"ბორჯღალოსნებმა" პირველ ტაიმში მეტოქეს სამი ლელო დაუდეს, რომელთაგან მხოლოდ ერთი გარდასახეს და ტაიმი 17:0 მოიგეს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა მეოთხედფინალში გერმანია 67:0 დაამარცხა, ფინალურ შეხვედრას კი 23 ნოემბერს გამართავს და ტიტულის ზედიზედ მეექვსედ მოპოვებას შეეცდება - უმცროსი "ბორჯღალოსნების" მეტოქე ჩეხეთსა და ესპანეთს შორის გამარჯვებული იქნება.

 

დღის ამბები