20 ნოემბერი 2024,   16:31
ვრცლად
"არსებობს ერთადერთი ვერსია, რომ სწორედ მან [თსუ-ს რექტორმა]გააყალბა 300 ათასი ხმა ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტის გავლით და გაგვაღვიძა ჩელიაბინსკში" - მამუკა მდინარაძე ოპოზიციის აქციებს იუმორით ეხმაურება

პარტია "ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი, უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე თსუ-თან გამართულ აქციებს და რექტორის გადადგომის მოთხოვნას სოციალურ ქსელში იუმორით ეხმაურება. 

"300 ათასი გაყალბდაო. არსებობს ერთადერთი ვერსია, რომ სწორედ მან [ თსუ-ს რექტორმა] გააყალბა 300 ათასი ხმა ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტის გავლით და გაგვაღვიძა ჩელიაბინსკში!" - წერს მდინარაძე.

"ზოგს უკვირს, რა შუაშია უნივერსიტეტთან აქციები და სამუშიას გადადგომა ხო საერთოდო. რა არის გაუგებარი? ორასი და სამასი ხმა კი არ გაყალბებულა, 300 ათასი გაყალბდაო. შესაბამისად, არსებობს ერთადერთი ვერსია, რომ სწორედ მან გააყალბა 300 ათასი ხმა ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტის გავლით და გაგვაღვიძა ჩელიაბინსკში!" - წერს მამუკა მდინარაძე.

დღის ამბები