23 დეკემბერი 2024,   20:18
ვრცლად
"ბრიუსელი ერთი ნაბიჯით ჩამორჩება, მსოფლიო შეიცვლება, როდესაც ტრამპი თანამდებობას დაიკავებს" - ვიქტორ ორბანი

ვიქტორ ორბანი აცხადებს, რომ უკრაინაში რუსეთთან ომი ევროკავშირმა წააგო. უნგრეთის პრემიერმა თემაზე უნგრულ მედიასთან ისაუბრა.

მისი თქმით, ბრიუსელის ნარატივსა და ბრძოლის ველზე არსებულ რეალობას შორის კავშირი გაწყვეტილია. მისივე განცხადებით, ბრიუსელი ერთი ნაბიჯით ჩამორჩება. მსოფლიო შეიცვლება, როდესაც ტრამპი თანამდებობას დაიკავებს.

"არსებობს ახალი რეალობა, კერძოდ, ფრონტზე. ამის შესახებ შესაძლოა ყველამ გაიგოს, ეს არ არის დამალული. რუსეთი ნელა ანადგურებს და წინ მიიწევს. ევროკავშირმა ეს ომი წააგო. ახლა ცდილობენ, ყველანაირი საკომუნიკაციო ტრიუკი გამოიყენონ, მაგალითად, შეუძლებელია გაიგო, თუ რას ნიშნავს გამარჯვება. ბრიუსელი ერთი ნაბიჯით ჩამორჩება, მსოფლიო შეიცვლება, როდესაც ტრამპი თანამდებობას დაიკავებს და პატრიოტები გაძლიერდებიან და მთელ დასავლურ სამყაროს ახალ სახეს შესძენენ", - განაცხადა ვიქტორ ორბანმა.

დღის ამბები