ფოთში, ცენტრალურ მოედანზე მთავარი ნაძვის ხის ანთების ცერემონიალი გაიმართა.
საზეიმო ღონისძიებაზე პატარებისთვის თოვლის ბაბუა და ზღაპრის გმირებში გამოწყობილი ანიმატორები ზრუნავდნენ, საკონცერტო პროგრამით კი ჯგუფი "მიქსტურა" და "ღამის შოუს " ბენდი გიორგი გაბუნიასთან ერთად წარსდგა.
ღონისძიების დასასრულს ქალაქის მთავარი ნაძვის ხე საზეიმოდ აინთო.