22 ნოემბერი 2024,   21:40
ვრცლად
"ვიმყოფებით სიტუაციაში, რომელიც ცოტათი უცნაურია, ოპოზიცია უარს ამბობს შედეგების აღიარებაზე, მარტივია თქვა, რომ ყველაფერი არასწორად იყო, მაგრამ საჭიროა მტკიცებულებები" - ევროპარლამენტარი ტიერი მარიანი

ევროპარლამენტარის ტიერი მარიანის განცხადებით, არჩევნებთან დაკავშირებით საქართველოში არსებული ვითარება ცოტათი უცნაურია, რადგან შეუძლებელია ასობით ათასი ადამიანი დააშინო და არჩევნები გააყალბო. ამის შესახებ მან "დღის კურიერის" ეთერში განაცხადა.

ევროპარლამენტარის განმარტებით, ძალიან მარტივია თქვა, რომ არჩევნები გაყალბა, მაგრამ ამას სჭირდება მტკიცებულებები, რომელიც ფაქტს დაადასტურებს.

"კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ერთი-ორი მცირე დარღვევის მიუხედავად, ჩვენ ვლაპარაკობთ დაშინებაზე. როდესაც ჩვენ ისევ და ისევ ვხედავთ ოპოზიციასა და უმრავლესობას შორის განსხვავებას, შეუძლებელია ასობით ათასი ადამიანი დააშინო. ვფიქრობ, რომ ჩვენ ვიმყოფებით ისეთ სიტუაციაში, რომელიც ცოტათი უცნაურია. ჩვენ ახლა ვართ სიტუაციაში, როდესაც ოპოზიცია უარს ამბობს შედეგების აღიარებაზე, ძალიან მარტივია თქვა, რომ ყველაფერი არასწორად იყო, მაგრამ საჭიროა მტკიცებულებები. უნდა გაგაჩნდეს მტკიცებულება, რომელიც ცხადყოფს, რომ შედეგები გაყალბდა", - განაცხადა ტიერი მარიანმა.

დღის ამბები