27 დეკემბერი 2024,   08:39
ვრცლად
ვილი სანიოლი - ჩვენთვის მნიშვნელოვანია არა ის, თუ რომელ ლიგაში ვართ ამჟამად, არამედ ის, თუ სად მივდივართ, ეს გრძელი, საინტერესო და ამაღელვებელი გზაა

ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვილი სანიოლი აცხადებს, რომ ორი მეზობელი ქვეყნის დაპირისპირება საინტერესო უნდა გამოვიდეს.

საუბარია საქართველო-სომხეთის მატჩზე, რომელიც მარტში გაიმართება:

"ერთა ლიგის პლეი-ოფში კავკასიური დერბი გველის. ორი მეზობელი ქვეყნის დაპირისპირება საინტერესო უნდა გამოვიდეს. კარგია, რომ ხანგრძლივი მგზავრობა არ მოგვიწევს. ეს იქნება ჩვენი ბოლო ოფიციალური მატჩები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის დაწყებამდე და იმედი მაქვს, მაღალ დონეზე ვითამაშებთ.

ვერ ვიტყვი, რომ მეორე მატჩის სახლში ჩატარება განსაკუთრებული უპირატესობაა. ეს ყოველთვის პირველი მატჩის შედეგზეა დამოკიდებული. არ მგონია, რომ თანამედროვე ფეხბურთში ამას დიდი მნიშვნელობა ჰქონდეს. თუმცა, ვიმედოვნებ, რომ ჩვენი გულშემატკივრების მხარდაჭერით, საპასუხო შეხვედრაში მნიშვნელოვან უპირატესობას მოვიპოვებთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია არა ის, თუ რომელ ლიგაში ვართ ამჟამად, არამედ ის, თუ სად მივდივართ. ეს გრძელი, საინტერესო და ამაღელვებელი გზაა. იმედი მაქვს, მომავალში კიდევ ერთხელ გავიმეორებთ იმას, რაც უახლოეს წარსულში მოვახერხეთ," - აღნიშნა ვილი სანიოლმა. 

დღის ამბები