23 ნოემბერი 2024,   16:15
ვრცლად
ფიგურულ მოციგურავეთა ქართველი წყვილი ჩელენჯერის სერიის საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებულია

საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, პოლონეთში, ჩელენჯერის სერიის საერთაშორისო ტურნირზე, სახელწოდებით "ვარშავის თასი", ქართულმა სპორტულმა წყვილმა - ანასტასია მეტელკინამ და ლუკა ბერულავამ გამარჯვება მოიპოვა.

მათივე ცნობით, სპორტსმენებმა ორი პროგრამის შედეგად 202.03 ქულა დააგროვეს და ოქროს მედლები დაიმსახურეს.

"სპორტსმენებმა მოკლე პროგრამა 67,17 ქულით პირველ ადგილზე დაასრულეს. მონაწილეთა შორის საუკეთესო შედეგს მიაღწიეს თავისუფალ პროგრამაშიც - მათ მსაჯებისგან 134,86 ქულა დაიმსახურეს.

შეგახსენებთ, რომ ანასტასია მეტელკინა და ლუკა ბერულავა პირველი ქართველი სპორტული წყვილია, რომელმაც გრან-პრის სერიის ეტაპის ჩემპიონობა იზეიმა. მიმდინარე თვეს NHK Trophy-ზე სპორტსმენებმა ორი პროგრამის შედეგად დაგროვებული 213,05 ქულით პირველი ადგილი დაიკავეს.
აღსანიშნავია, რომ "ვარშავის თასზე" ქართველი სპორტსმენები საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით იმყოფებოდნენ," - ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დღის ამბები