24 ნოემბერი 2024,   14:57
ვრცლად
"არ მგონია, არალეგიტიმურ პარლამენტში რომელიმე ოპოზიციონერი შევიდეს" - ნიკა მელია

ხვალ 12:00 საათიდან, მე-11 მოწვევის პარლამენტი მუშაობას იწყებს. სახელისუფლებო გუნდის ახალი შემადგენლობა პირველი სხდომისთვის სრულ მზადყოფნაშია. უკვე გაწერილია დღის წესრიგიც, თუმცა სავარძელს 150-დან 89 დეპუტატი დაიკავებს.

"ქართული ოცნება" საკანონმდებლო ორგანოში, ოპოზიცია კი მის გარეთ, ქუჩაში რჩება. უარს ამბობენ მანდატებზე, თუმცა ისევ გაურკვეველია, ექნება თუ არა მათ სურვილს სამართლებრივი მსვლელობა, რომელიც ბარიერგადალახული პარტიებისთვის დაფინანსების შეწყვეტასაც გამოიწვევს.

ოპოზიციური პარტიები ამბობენ, რომ ერთადერთი სწორი ფორმა წინააღმდეგობა და ქუჩის პროტესტია.

"პარლამენტი, რომელიც არ აღიარა დასავლეთმა, არ აღიარებს არავინ ქვეყნის შიგნით, საერთაშორისო ორგანიზაციები არ აღიარებენ, პრეზიდენტმა პირველი სხდომა არ ჩანიშნა, კოალიცია "ცვლილებისთვის" და სხვა პარტიებიც, დიახაც, არათუ ვაპირებთ, ამაზე განცხადებებიც არაერთხელ არის გაკეთებული, კონკრეტული გადაწყვეტილებებიც არის მისაღები. თუ კიდევ გახდება საჭირო განცხადებების დაწერა, მალევე დაიწერება ეს განცხადებებიც. არალეგიტიმურ პარლამენტში, არ მგონია, რომ რომელიმე ოპოზიციონერი შევიდეს", - აცხადებს "კოალიცია ცვლილებისთვის - გვარამია, მელია, გირჩი, დროა" თანათავმჯდომარე ნიკა მელია.

დღის ამბები