25 ნოემბერი 2024,   15:23
ვრცლად
მინდა აქედანვე მივულოცო მათ ნომინირება, პარლამენტი მზად არის განიხილოს მთავრობის შემადგენლობა - შალვა პაპუაშვილი საკადრო ცვლილებებზე

მთავრობაში საკადრო ცვლილებებია - საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატი მაკა ბოჭორიშვილია; იუსტიციის მინისტრის პოსტზე რატი ბრეგაძეს ანრი ოხანაშვილი შეცვლის; სოფლის მეურნეობის უწყებას კი დავით სონღულაშვილი ჩაიბარებს.

"ქართული ოცნება" სამთავრობო შემადგენლობას დღესვე წარადგენს. საკადრო გადაწყვეტილებაზე უკვე გაკეთდა პოლიტიკური შეფასებები - მმართველ გუნდში საკადრო გადაწყვეტილებებს მიესალმებიან.

"მივესალმები ამ სამივე საკადრო გადაწყვეტილებას და ჩვენი კოლეგები, რომლებიც წლებია ამ სფეროებში არიან წინა ხაზზე, რა თქმა უნდა ისინი გააძლიერებენ როგორც სამინისტროებს თავად, ასევე ამ მიმართულებებს. მინდა აქედანვე მივულოცო მათ ნომინირება, პარლამენტი მზად არის განიხილოს მთავრობის შემადგენლობა," - აცხადებს მეათე მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარე, "ქართული ოცნების" საპარლამენტო სიის წევრი შალვა პაპუაშვილი.

დღის ამბები