25 ნოემბერი 2024,   17:46
ვრცლად
"დღეს მოსახლეობის ნების შესაბამისად, კონსტიტუციის ფარგლებში მოხდა ახალი პარლამენტის უფლებამოსილების ცნობა" - გიორგი კახიანი

"დღეს მოსახლეობის ნების შესაბამისად, კონსტიტუციის ფარგლებში მოხდა ახალი პარლამენტის უფლებამოსილების ცნობა და პარლამენტი ჩვეულებრივად შეუდგება საქმიანობას", - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი კახიანმა განაცხადა.

მისი თქმით, პარლამენტის ლეგიტიმურობის ცნობა არაა ოპოზიციაზე, არამედ მოსახლეობის ნებაზეა დამოკიდებული.

"ოცნებამ," რომელიც დღეს უმრავლესობით არის წარმოდგენილი 1 200 000 ადამიანზე მეტი ხმა მიიღო. ამიტომ, ოპოზიციის წარმომადგენლებს უნდა ესმოდეთ, რომ პარლამენტი ლეგიტიმური არის თუ არა, ეს მათ ნებაზე კი არ არის დამოკიდებული და იმაზე - ისინი შემოვლენ თუ არ შემოვლენ პარლამენტში, ეს დამოკიდებული არის მოსახლეობის ნებაზე. მოსახლეობამ თავისი ნება გამოხატა. დღეს მოსახლეობის ნების შესაბამისად, კონსტიტუციის ფარგლებში მოხდა ახალი პარლამენტის უფლებამოსილების ცნობა და პარლამენტი ჩვეულებრივად შეუდგება საქმიანობას," - აცხადებს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, გიორგი კახიანი.

დღის ამბები