25 ნოემბერი 2024,   17:15
ვრცლად
"მადლობელი ვარ იმ დიდი ნდობისთვის, რომელიც ჩემს მიმართ იქნა გამოცხადებული, პარლამენტის ვიცე-სპიკერობა დიდი პასუხისმგებლობაა" - ნინო წილოსანი

"მადლობელი ვარ იმ დიდი ნდობისთვის, რომელიც ჩემს მიმართ იქნა გამოცხადებული. პარლამენტის ვიცე-სპიკერობა, რა თქმა უნდა, დიდი პასუხისმგებლობაა", - ამის შესახებ პარლამენტის ერთ-ერთმა ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა განაცხადა.

მისი თქმით, მე-11 მოწვევის პარლამენტს ბევრი საქმე ექნება გასაკეთებელი.

"უმნიშვნელოვანესი დღე არის, მე-11 მოწვევის პარლამენტმა დაიწყო მუშაობა, შეუდგა უფლებამოსილებას. ეს არის ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების ნდობის გამოცხადების პროცესი. მადლობელი ვარ იმ დიდი ნდობისთვის, რომელიც ჩემს მიმართ იქნა გამოცხადებული. პარლამენტის ვიცე-სპიკერობა, რა თქმა უნდა, დიდი პასუხისმგებლობაა. ამ მოწვევის პარლამენტს ბევრი საქმე აქვს საკეთებელი, რადგან ქართველმა ხალხმა კონკრეტული დავალებით აგვირჩია. ის დაპირებები, ის მიზნები, რაც წინასაარჩევნოდ იყო გაცხადებული აუცილებლად უნდა შესრულდეს," - განაცხადა ნინო წილოსანმა.

ცნობისთვის, 88 ხმით არცერთის წინააღმდეგ, მე-11 მოწვევის პარლამენტმა დღევანდელ სხდომაზე 150 დეპუტატის უფლებამოსილება ცნო. უფლებამოსილების ცნობის შემდეგ პარლამენტის წევრებმა ქვეყნისადმი ერთგულების ფიცი დადეს.

დღის ამბები