25 ნოემბერი 2024,   18:37
ვრცლად
არაადეკვატურია, რომ ამხელა პოლიტიკური პროცესი წარიმართოს, ჩატარდეს არჩევნები,  ამომრჩეველმა გადაწყვიტოს ვინ მართოს ქვეყანა და თურმე, ვიღაცას შეუძლია შეიტანოს საკონსტიტუციო სარჩელი და ამის გამო უნდა გაიყინოს პოლიტიკური პროცესი - ნინო წილოსანი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ნინო წილოსანი ოპოზიციის ნაწილის, ასევე ცალკეული კონსტიტუციონალისტების მხრიდან გაკეთებულ განცხადებებს პასუხობს, რომლის თანახმადაც, პარლამენტის დღევანდელი შეკრება კანონის ჩარჩოებში არ ჯდებოდა.

ნინო წილოსანის განცხადებით, ლეგიტიმურად არჩეულ პარლამენტს ვერ და არ შეაფერხებს ერთეული ადამიანების დაორგანიზებული საკონსტიტუციო სარჩელი.  

"მათთვის სამწუხაროდ, კანონი, კონსტიტუცია და ყველა ის საკანონმდებლო ჩარჩო, რომელიც ამ ქვეყანაშია, ისეა აწყობილი, რომ მავნებლობის განხორციელების საშუალებას არ იძლევა.

რა თქმა უნდა, უამრავი "ჭკვიანი და პროფესიონალი" ადამიანი გვიმტკიცებს საწინააღმდეგოს, თუმცა, საზოგადოებას მინდა კარგად ავუხსნა არა კანონის ენით, არამედ ლოგიკურად. მთლიანი ამ პროცესის ლოგიკა ის არის, რომ ლეგიტიმურად არჩეულ ხელისუფლებას, ამ შემთხვევაში პარლამენტს, რომელსაც ქართველმა ხალხმა მხარი დაუჭირა და ამხელა პოლიტიკური პროცესი ჩავატარეთ, ვერ და არ შეაფერხებს ერთეული ადამიანების დაორგანიზებული საკონსტიტუციო სარჩელი.

არაადეკვატურია, რომ ამხელა პოლიტიკური პროცესი წარიმართოს ქვეყანაში, ჩატარდეს არჩევნები, ამხელა რესურსი დაიხარჯოს, მთელი ამომრჩეველი მობილიზდეს, მივიდეს და გადაწყვიტოს, ვინ უნდა მართოს ქვეყანა და თურმე, ვიღაცას შეუძლია, რომ შეიტანოს საკონსტიტუციო სარჩელი და თურმე ამის გამო, მთლიანად უნდა გაიყინოს პოლიტიკური პროცესი და უნდა გაჩერდეს ამ ქვეყნის პოლიტიკური განვითარება. სრული აბსურდია, შესაბამისად არის კანონი მოწყობილი, უბრალოდ ეს ადამიანები სხვანაირად კითხულობენ", - აცხადებს ნინო წილოსანი.

 

დღის ამბები