25 ნოემბერი 2024,   17:15
ვრცლად
"მე რომ დღეს ვყოფილიყავი თბილისის ქუჩებში, უფრო გაძლიერებული იქნებოდა ეს ბრძოლა" - მიხეილ სააკაშვილი ოპოზიციის აქციებზე

პარლამენტის პირველ სხდომას და პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციას სასამართლო პროცესიდან გამოეხმაურა მიხეილ სააკაშილი. განცხადება მან 7 ნოემბრის საქმის ფარგლებში მიმდინარე სხდომაზე "ვივამედიდან" ჩართვის დროს გააკეთა.

როგორც ექსპრეზიდენტმა თქვა, ის რომ იყოს ქუჩებში, ბრძოლა იქნებოდა გაძლიერებული.

"მე რომ დღეს ვყოფილიყავი თბილისის ქუჩებში, ბევრად უფრო გაძლიერებული იქნებოდა ეს ბრძოლა. ბევრ ლაპარაკს აზრი არა აქვს, ახლა არის ბრძოლის დრო. არანაირი უკან დახევა. ჩვენ უკან დასახევი აღარ გვაქვს, იმიტომ, რომ ჩვენ ვკარგავთ, ჩვენ დავკარგეთ უკვე პრაქტიკულად ჩვენი სამშობლო. შეტევა და კიდევ ერთხელ შეტევა," - აცხადებს საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.

დღის ამბები