25 ნოემბერი 2024,   19:23
ვრცლად
დაველოდებით რას გააკეთებენ რეალურად მანდატების დათმობასთან დაკავშირებით, ცალკე პროცესია ცესკო-ში სიების ჩახსნა, თუმცა მანდატების დათმობაზე პარლამენტის თავმჯდომარის სახელზე უნდა დაწერონ განცხადება, ძალიან კარგად იციან ეს - ნინო წილოსანი

"ეს ყველაფერი კარგად ცნობილი სცენარია, დაველოდებით რას გააკეთებენ [ოპოზიცია] რეალურად მანდატების დათმობასთან დაკავშირებით, იმიტომ, რომ ცალკე პროცესია ცესკო-ში სიების ჩახსნა და ეს თამამად შეუძლიათ, რომ გააკეთონ", - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ნინო წილოსანი "დღის კურიერის" ეთერში აცხადებს.

მისივე თქმით, თუ ოპოზიცია თვლის, რომ არჩევნები გაყალბდა, დაწერონ განცხადება მანდატების დატოვებასთან დაკავშირებით. 

"მოლოდინს, რა თქმა უნდა, ამყარებს ის ისტორია ოპოზიციასთან დაკავშირებით, რაც გვაქვს - 2020 წელი, როდესაც ზუსტად ქრონოლოგიურად ასე ვითარდებოდა პროცესები სიების ჩახსნასთან დაკავშირებით. დღეს ვნახე, რომ ჩემი წინა რესპოდენტი განსაკუთრებით რადიკალიზმით გამორჩეული ბატონი ჯაფარიძე [გია ჯაფარიძე] ამბობდა, რომ თურმე მიემართებიან ცესკოში სიების ჩასახსნელად. ასე გაემართნენ ცესკოში სიების ჩასახსნელად 2020 წელს, დაწერეს განცხადებები მანდატების დათმობასთან დაკავშირებით, ლანძღეს ისინი, ვინც შეიძლებოდა რომ შემოსულიყო, პუფები უწოდეს და საბოლოო ჯამში თითოეული მათგანი გადაიქცა პუფი. თუმცა პუფი კიდევ უფრო მეტად უვნებელი არის იმასთან შედარებით თუ რა მისიაც თვითონ შეასრულეს 2020 წლის მოწვევის პარლამენტში.

რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი კარგად ცნობილი სცენარია. დაველოდებით რას გააკეთებენ [ოპოზიცია] რეალურად მანდატების დათმობასთან დაკავშირებით, იმიტომ, რომ ცალკე პროცესია ცესკო-ში სიების ჩახსნა და ეს თამამად შეუძლიათ, რომ გააკეთონ. თუმცა ცალკე პროცესი არის უკვე ის მანდატები, რომლებიც პარლამენტმა უკვე აღიარა და უფლებამოსილება ცნო. ამ მანდატების დათმობაზე მათ პარლამენტის თავმჯდომარის სახელზე უნდა დაწერონ განცხადება. ძალიან კარგად იციან ეს, იმიტომ, რომ წინა მოწვევაზეც სწორედ ასე მოიქცნენ და დაწერეს განცხადებები. დაველოდებით დაწერენ თუ არა განცხადებებს.

დაველოდებით კრეფსითი "ნაციონალური მოძრაობა" თავისი ოთხივე განშტოებით დაწერენ თუ არა განცხადებებს მანდატების დათმობასთან დაკავშირებით. თუ თვლიან და გვარწმუნებენ, რომ არჩევნები გაყალბდა და ამას რეალურად ადასტურებენ, დაწერონ მანდატების დათმობაზე განცხადებები და აი მერე უკვე ვნახავთ როგორ ვიმოქმედებთ ჩვენ", - განაცხადა ნინო წილოსანმა.

დღის ამბები