26 ნოემბერი 2024,   17:19
ვრცლად
“ერთმანეთში დაპირისპირებას იწვევს ერთი მთავარი ფაქტორი - მათ მხარეს არ არის სიმართლე და მერე ერთმანეთს აბრალებენ, ხან ხალხს აბრალებენ“ - მამუკა მდინარაძე

საკუთარი უსუსურობა ჯაშუშებმა სცადეს, რომ ხალხს გადააბრალონ, ოღონდ აჯანყებისკენ მოწოდებით - ამის შესახებ საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე აცხადებს.

მამუკა მდინარაძის განცხადებით, ოპოზიციის შიგნით დაპირისპირებას იწვევს ის ფაქტი, რომ მათ მხარეს არ არის სიმართლე.

“ერთმანეთში დაპირისპირებას იწვევს ერთი მთავარი ფაქტორი - მათ მხარეს არ არის სიმართლე და მერე ერთმანეთს აბრალებენ, ხან ხალხს აბრალებენ. ბუნებრივია, ისინი შეიძლება ერთმანეთს ვერ იტანდნენ, ბოლოს მაინც ისე ჩამოყალიბდებიან როგორც დაავალებენ - შემოსვლა თუ არ შემოსვლაზე და ა.შ. მაგრამ რეალურად, გამაღიზიანებელი ფაქტორია. ისინი ვერ ასრულებენ პატრონების დავალებას და შემდეგ ამას ერთმანეთს აბრალებენ იმიტომ, რომ პატრონებთანაც მძიმე დღეში არიან. ვინ ვერ შეასრულა, ვინ ვერ ამოატრიალა ქვეყანა, ვინ ვერ ამოატრიალა ხელისუფლება, ვინ ვერ მოახდინა აჯანყება - ამაზე პასუხი აქვთ მოსათხოვი. საკუთარი უსუსურობა ჯაშუშებმა სცადეს, რომ ხალხს გადააბრალონ, ოღონდ აჯანყებისკენ მოწოდებით,“ - აცხადებს მამუკა მდინარაძე.

დღის ამბები