რუსთავში ძველი ლიფტების ახლით ჩანაცვლებისა და სრული მოდერნიზების პროექტები გრძელდება. მიმდინარე წელს, დაგეგმილი 82 ლიფტიდან, 60 უკვე სრულად მოდერნიზებულია.
ამ ეტაპზე, სამუშაოები 22 სხვადასხვა ადგილზე მიმდინარეობს. ქალაქის მერიის ინფორმაციით, ლიფტების განახლება უსაფრთხოების სტანდარტების სრული დაცვით ხდება - კეთდება ახალი ძრავა, ხდება ელექტროგაყვანილობის სრული რეაბილიტაცია, ეწყობა სამანქანე ტექნიკისა და კაბინა.
პროექტი რუსთავის მერიამ 2022 წელს დაიწყო და დღემდე 330 ახალი ლიფტი დამონტაჟდა.