აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უკრაინისა და რუსეთის საკითხებში სპეციალურ წარმომადგენლად ყოფილი გენერალ-ლეიტენანტი შეარჩია.
კიტ კელოგი ტრამპის პირველი ვადის დროს თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს შტაბის უფროსი იყო.
რუსული არმია ფრონტის ხაზზე კვლავ წინ მიიწევს. ბოლო მონაცემებით, ოკუპანტებმა კურსკის ოლქში სოფელი დარინო დაიკავეს და სხვა 2 დასახლების მიმართულებითაც დაწინაურდნენ.
გასულ ღამით საჰაერო განგაში ამოქმედდა უკრაინის რამდენიმე ოლქში, მათ შორის - კიევში, დრონებით შეტევის საფრთხის გამო. დაიბომბა სუმის ოლქის სასაზღვრო დასახლებები, დაშავდა ერთი ადამიანი.