28 ნოემბერი 2024,   15:38
ვრცლად
"ჰესბოლას" და ისრაელს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება გრძელდება- ლიბანელი დევნილები საკუთარ საცხოვრებელ სახლებში ბრუნდებიან
ტერორისტულ დაჯგუფება "ჰესბოლას" და ისრაელს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ამოქმედებულია. ლიბანელი დევნილები ქვეყნის რეგიონებში საკუთარ საცხოვრებელ სახლებში ბრუნდებიან.
 
ამერიკის შეერთებული შტატების და საფრანგეთის მიერ შეთავაზებული სამშვიდობო ინიციატივა, რამდენიმე ეტაპისგან შედგება და ცეცხლის შეწყვეტას 60 დღით ითვალისწინებს.
 
პირველ ეტაპზე, დაპირისპირებულ მხარეებს შორის სამხედრო მოქმედებები წყდება, "ჰესბოლა" დაჯგუფების წევრებს მდინარე ლიტანის ჩრდილოეთით გადაისვრის, "ცახალი" კი საჯარისო ნაწილებს ლიბანის სამხრეთ ნაწილიდან გაიყვანს.
 
ბუფერულ ზონას 5 000 ლიბანელი სამხედრო დაიკავებს, რომელიც მისიას გაეროს ცისფერ ჩაფხუტიანებთან ერთად შეასრულებს. ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ, გათვალისწინებულია ლიბანსა და ისრაელს შორის საზღვრის დემარკაცია, რომელიც ამ დრომდე ცისფერი ხაზის სახელითაა ცნობილი.
 
ახალი შეთანხმების მიხედვით, ამიერიდან "ცისფერი ხაზის" ტერიტორიას სპეციალურად შექმნილი კომიტეტი გააკონტროლებს, რომელსაც შეერთებული შტატები უხელმძღვანელებს.
დღის ამბები