27 დეკემბერი 2024,   07:17
ვრცლად
"ვგმობ და ვემიჯნები ნებისმიერი მხრიდან წარმოქმნილ ყველანაირ ძალადობას! საქართველო იყო, არის და იქნება ევროპის განუყოფელი ნაწილი" - ზაზა ფაჩულია

კალათბურთელი ზაზა ფაჩულია საქართველოში განვითარებულ მოვლენებს "ინსტაგრამზე" ეხმაურება.

"რთულია უყურო ამ კადრებს და არ გაგიჩნდეს პროტესტი, როდესაც ქართველი ქართველს ასე უსწორდება.

ვგმობ და ვემიჯნები ნებისმიერი მხრიდან წარმოქმნილ ყველანაირ ძალადობას!

საქართველო იყო, არის და იქნება ევროპის განუყოფელი ნაწილი", - წერს ზაზა ფაჩულია.

დღის ამბები