ზუგდიდში, ევროკავშირთან მოლაპარაკებების საკითხთან დაკავშირებით მთავრობის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას კვლავ აპროტესტებენ.
საქართველოსა და ევროკავშირის დროშებითა და საპროტესტო ტრანსპარანტებით მოქალაქეები, მესამე დღეა, სამხარეო ადმინისტრაციის შენობასთან იკრიბებიან და ქალაქის ქუჩებში მსვლელობებს აწყობენ, კეტავენ გზებს და პროტესტს ასე გამოხატავენ.
ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. დემონსტრანტები ამბობენ, რომ ხელახალი არჩევნების დანიშვნამდე და აქციაზე დაკავებულების გამოშვებამდე აქციებს არ შეწყვეტენ.