აქციის მონაწილეები საკანონმდებლო ორგანოს მიმართულებით პიროტექნიკას ისვრიან.
პარლამენტის ფანჯრები ჩამსხვრეულია, პიროტექნიკა პარლამენტის შენობის ერთ-ერთ ოთახის ფანჯარაში შევარდა, რასაც მცირე ხნით აალება მოყვა.
ცეცხლის ჩაქრობა მალევე მოხერხდა.
საკანონმდებლო ორგანოსთან საპროტესტო აქცია ისევ გრძელდება.