02 დეკემბერი 2024,   11:56
ვრცლად
თუ ევროკავშირის სურვილი იქნება, 2028 წლამდე მოხდეს მოლაპარაკებების გახსნა საქართველოსთან, მზად ვართ დაუფიქრებლად, დაყოვნების გარეშე მოვაწეროთ ხელი დოკუკენტს - დავით მათიკაშვილი

მმართველ გუნდში სიცრუეს უწოდებენ შეფასებას იმის შესახებ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ევროინტეგრაციის პროცესი შეაჩერა. უმრავლესობაში ხაზგასმით ამბობენ, რომ მეორე მხრიდან მზაობის შემთხვევაში მოლაპარაკებების გახსნაზე ხელს ყოველგვარი დაყოვნების გარეშე მოაწერენ.

"რეალურად, საქართველო არათუ სცილდება ევროკავშირს, არამედ განსაზღვრა ფორსირებულად, თუ რამდენად ბევრი საქმე აქვს გასაკეთებელი 2028 წლამდე იმ ხელშეკრულებების შესასრულებლად, რომელიც უკვე არის გაფორმებული ევროკავშირთან იმისთვის, რომ მაქსიმალურად მიუახლოვდეს ევროკავშირს და 2028 წლიდან კვლავ აღდგეს პოლიტიკური მდგენელი ჩვენის მხრიდან, თორემ, თუ სურვილი ევროკავშირისა იქნება, რომ მანამდე მოხდეს მოლაპარაკებების გახსნა საქართველოსთან, ჩვენ მზად ვართ დაუფიქრებლად, ყოველგვარი დაყოვნების გარეშე იმ დოკუმენტს მოვბაწეროთ ხელი, რომელსაც ევროკავშირი შესთავაზებს საქართველოს", - განაცხადა "ქართული ოცნების" წევრმა დავით მათიკაშვილმა.  

დღის ამბები