ოპოზიციის ლიდერთა ნაწილი ღამით აქციაზე იმყოფებოდა. ხელისუფლების ოპონენტები ხელახალ არჩევნებს ითხოვენ.
"ხედავთ, რომ ყოველ შემდგომ დღეს უფრო მეტი ხალხია და ეს ძალიან დიდი აღმაფრენასა და მხარდაჭერას იმსახურებს. ზოგადად ძალიან მნიშვნელოვანია, ბევრნი ვიყოთ, ერთად ვიყოთ. ყოველდღე აქ ვარ, არ გამომიტოვებია არცერთი რთული წუთი და საბოლოო ჯამში, ამ დიდი ერთიანობით ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ.
"ქართულმა ოცნებამ" უნდა იცოდეს, რომ ახალ არჩევნებს თუ დანიშნავს, ყველაფერი ძალიან კარგად იქნება", - განაცხადა "ერთობა-ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, გიორგი ვაშაძემ.
განცხადება გააკეთა ასევე "ევროპული საქართველოს" პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარემ, გიგი წერეთელმა, რომლის განცხადებითაც, "პროტესტი გამოიწვია ხელისუფლების მოქმედებამ."
"გამოსავალი აქედან არის ის, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ, იყოს ახალი არჩევნები," - აღნიშნა გიგი წერეთელმა.