02 დეკემბერი 2024,   11:37
ვრცლად
"შეუძლებელია ადამიანი იყოს გულწრფელი და ამავდროულად მეორე ადამიანის დაწვას ცდილობდეს" - არჩილ გორდულაძე საპროტესტო აქციებზე

მიმდინარე საპროტესტო აქციებს აფასებენ საპარლამენტო უმრავლესობაში. მმართველ გუნდში ხაზს უსვამენ დემონსტრანტების მხრიდან განხორციელებულ ძალადობრივ ქმედებებს და მათ გულწრფელობაში ეჭვი ეპარებათ. ასევე, ამბობენ იმასაც, რომ რამდენიმე დღეში აქციის მონაწილეთა რიცხვი შემცირდება და ბოლოს, დემონსტრაციებზე მხოლოდ "ნაციონალური მოძრაობის" აქტივი დარჩება.

"ვნახეთ, როგორ არის დაზიანებული როგორც პარლამენტის შენობა, ასევე, მიმდებარე შენობა-ნაგებობები. ადამიანებს სწირავდნენ პირდაპირი მნიშვნელობით და ცოცხლად დაწვას ცდილობდნენ. ასეთი არც პროტესტი არ შეიძლება, რომ ვინმემ დაიჯეროს და, არც მით უმეტეს, მათ გულწრფელობას ვინმემ დაუჯეროს. შეუძლებელია ადამიანი იყოს გულწრფელი და, ამავდროულად, მეორე ადამიანის დაწვას ცდილობდეს. შესაბამისად, ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ ადამიანებს როდესაც ხელი მოეცარებათ გადატრიალების მცდელობაში, რა თქმა უნდა, გაჩერდებიან და ისევ ნიჰილიზმში ჩავარდებიან, რომელშიც აქამდე იყვნენ," - აღნიშნა პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველი მოადგილემ, არჩილ გორდულაძემ.

დღის ამბები