02 დეკემბერი 2024,   11:35
ვრცლად
"ზურაბიშვილი დღეებს ითვლის, თუმცა ამ ბოლო დღეებში, როგორც ჩანს, უნდა, რომ ბოლო კუდი მოიქნიოს" - გურამ მაჭარაშვილი

მმართველ გუნდში სალომე ზურაბიშვილის მიერ გამართულ ბრიფინგს აფასებენ. საპარლამენტო უმრავლესობაში ამბობენ, რომ ზურაბიშვილი საქართველოში რადიკალიზმს ახალისებს. ასევე, ხაზს უსვამენ მისი მხრიდან გაჟღერებულ მოწოდებას საკონსტიტუციო სასამართლოსთან მიმართებით და პრეზიდენტს ინსტიტუციაზე ზეწოლაში ადანაშაულებენ.

"ზურაბიშვილი დღეებს ითვლის, თუმცა ამ ბოლო დღეებში, როგორც ჩანს, უნდა რომ ბოლო კუდი მოიქნიოს. პოლიციელების ცოცხლად დაწვას და დასახიჩრებას, კონსტიტუციურ ჩარჩოში მშვიდობიან აქციას ეძახის. ამბობს, რომ არჩევნები გაყალბებულია და ერთი მტკიცებულება არ მოაქვს. ახალისებს რადიკალიზმს საქართველოში. თავის ქვეყანას აშავებს უცხოეთში," - აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.

დღის ამბები